ლევან დავითაშვილი - თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის და კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს, მარკო გონკალვესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, თხილის წარმოებაში კომპანია „Ferrero“ -ს გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს თხილის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თხილის წარმოებაში კომპანიის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, თხილის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის როლი, რომლის ქმედით სტრუქტურად ჩამოყალიბებაში დიდია კომპანიის „Ferrero“ წვლილი.

„ჩვენ ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და ვფიქრობ, რომ ასოციაცია დაგროვილი გამოცდილებით ეფექტიანად შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას“, - განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის და ბრძოლის სტრატეგიის საკითხიც განიხილეს.

მარკო გონკალვესმა მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს საქართველოში წარმოების განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს თხილის სექტორში ინვესტირებას. შეხვედრაზე კომპანიის დირექტორმა ღიად დააფიქსირა, რომ მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს იმ მეთხილე ფერმერებთან, რომლებიც სტანდარტების დაცვით აწარმოებენ პროდუქციას, რაც საშუალებას მოგვცემს დამატებული ღირებულება ადგილზე შეიქმნას.

საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ანტონიო ბარტოლმა შეხვედრაზე ორ ქვეყნას შორის გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა