რომან გოცირიძე - 20 ივნისის სადამსჯელო აქციას გეგმავდნენ პრემიერი, შს  მინისტრი და სამი დეპუტატი

20 ივნისის სადამსჯელო აქციას გეგმავდნენ პრემიერი ბახტაძე, შს მინისტრი გახარია და სამი დეპუტატი: მიხეილ ყაველაშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი. ისინი ერთად იყვნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზის მეოთხე სართულზე დაცვით,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პირებთან მისვლის საშუალება ოპოზიციას დაცვამ არ მისცა. გოცირიძის თქმით, ამიტომ მიმართა კომიტეტის დარბაზში მყოფ პროკურორებს, რომ ახალი გარემოებები არსებობს და ეს ფაქტებიც ვიდეოზე არის გადაღებული.

„ჩვენ ვართ მოწმეები, ჩვენ ვნახეთ ისინი. ეს ფაქტები გადაღებულია ვიდეოზე, როგორ დარბოდნენ. ჩვენ გვიკრძალავდნენ სართულიდან სართულზე გადაადგილებას.

ამიტომ, მხოლოდ გახარია არ არის დამნაშავე. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ სამმა დეპუტატმა, რომლებიც იმ ღამით პრემიერთან ერთად მონაწილეობდნენ დარბევის პროცესის დაგეგმვაში, რომელთა ასეთი უგუნური გადაწყვეტილებების გამო მოხდა ის, რაც ვიხილეთ. დასახიჩრდა ასეულობით ადამიანი", - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა