ბექა ბასილაია ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციაზე - ასე ექცეოდნენ კომუნისტები მწერლებს, მხატვრებს, მათ რიცხავდნენ, ხვრეტდნენ, აპატიმრებდნენ

ადვოკატი ბექა ბასილაია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დეპუტატ ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციაზე მოვიდა, ბექა ბასილაიას თქმით, ეს არის საბჭოთა ტრადიციით წარმართული პროცესი.

"ეს არის საბჭოთა ტრადიციით წარმართული პროცესი, ასე ექცეოდნენ კომუნისტები მწერლებს, მხატვრებს, მათ რიცხავდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და შემდეგ ხვრეტდნენ, აპატიმრებდნენ და ასე შემდეგ. დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გადაქცეულია რუსის ჯალათებად, რომელსაც სათავეში უდგას გახარია, პოლიცმეისტერი ნიკანდრო ქირიას პროტოტიპი, რომელიც აუცილებლად უნდა გადადგეს და რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ბოლო საყრდენი. ბიძინა ივანიშვილის მმართველობა უნდა დასრულდეს უახლოეს პერიოდში საქართველოში", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო