ოთარ კახიძე - "ქართული ოცნება“ შედეგებსაც ვერ აცნობიერებენ -  იმის ნაცვლად, რომ განმუხტონ დაძაბულობა და კრიზისი, მას აღრმავებენ

რაც არ უნდა მომხდარიყო პარლამენტის ჭიშკართან, ეს ვერ ამართლებს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე გოგო-ბიჭების დასახიჩრებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" დადგა პოლიტიკური სპექტაკლი იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.

მისივე თქმით, მათ სხდომის გადადების საკითხი დააყენეს პარლამენტში, მაგრამ ეს მოთხოვნა მმართველმა პარტიამ არ დააკმაყოფილა.

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შედეგებსაც ვერ აცნობიერებენ. იმის ნაცვლად, რომ განმუხტონ დაძაბულობა და კრიზისი, აღრმავებენ ამ კრიზისს. მათ სურთ, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ. საზოგადოება ითხოვს მოძალადე პოლიციელების დასჯას, რომლებმაც დაამახინჯეს საკუთარი მოქალაქეები. რაც არ უნდა მომხდარიყო პარლამენტის ჭიშკართან, ეს ვერ ამართლებს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე გოგო-ბიჭების დასახიჩრებას და იმას, რომ ადამიანები სიკვდილს ებრძვიან კომატოზურ მდგომარეობაში. ამაზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა პოლიტიკური სპექტაკლი. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ სხდომა გადადებულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს