სასტუმრო "იოტაში" წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ წარდგენა და ბიზნესღონისძიება გაიმართება

ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს ბიზნესბესტსელერი, „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ ქართულ ენაზე პროექტ „ლურჯი ოკეანისა“ და ბიზნესსაკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ თანამშრომლობით გამოიცა. 27 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში” წიგნის წარდგენა და ბიზნესღონისძიება გაიმართება: როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი. ამის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა ,,პალიტრა L” ავრცელებს.

წიგნის ქართული გამოცემის კონსულტანტი, კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი ისაუბრებს თემებზე: რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან; სად ვეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში; როგორ გვეხმარება ბიზნესმოდელის ტილო ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში; მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები.

ტრენერი და ლექტორი ტექნოლოგიების სფეროში, წიგნის „ელექტრონული კომერცია, თეორია და პრაქტიკა“ ავტორი გიორგი ყანჩაველი ისაუბრებს თემებზე: ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენების ძირითადი ნაბიჯები; ტაო-ბაოს მაგალითზე განხილული პრაქტიკული მეთოდოლოგია.

„ივენთს დაესწრებიან ბიზნესის, საჯარო უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება არის მათთვის, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნის პროცესებით, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს, ან სურს უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს თავისი არსებული პროდუქტი/სერვისი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1966352326804362/

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა