5 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 101 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.1 მილიარდი აშშ დოლარია, (ზრდა +9.8%) რაც 101 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

2019 წლის მაისის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 281 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +14.2%), რაც 35 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის მაისთან შედარებით.

„ის, რომ საქართველოში თვიდან-თვემდე მატულობს უცხოელი ტურისტების რაოდენობა, ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკაა. ძალიან სასიხარულოა რომ იზრდება მაღალმხარჯველიანი ტურისტების რაოდენობაც და შესაბამისად მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან. ჩვენი მარკეტინგული კამპანიის მიზანია ავითვისოთ ახალი ტურისტული ბაზრები და საქართველოში უფრო მეტი მაღალმხარჯელუნარიანი ტურისტი მოვიზიდოთ ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ახლო აღოსავლეთიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა