ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვიზიტად ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 7 ივნისს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონზე გამართულ სხდომას დაესწრება.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიულერს შეხვდება და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავს.

ამასთან, უწყების ცნობით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები შვედეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებთან. თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების გზებზე იმსჯელებს. საუბარი შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ტოტალური თავდაცვის ძირითად ასპექტებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრები 26-27 ივნისს გაიმართება. მინისტერიალის მთავარი საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოდერნიზაციაა. განხილვის მთავარი საკითხები იქნება: რუსეთის მიერ საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების დარღვევა, პროგრესი კოალიციური ხარჯების განაწილებაში, ნატოს თავდაცვისა და შეკავების სტრატეგია, ახალი ტექნოლოგიები და ნატოს მისია ავღანეთში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა