მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას - მეგობრებმა მიგატოვეს იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ

ნუ შეაფასებთ თქვენი მეგობრების პიარსვლას სწორად, რომლებმაც მიგატოვეს იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ, - ამ სიტყვებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას პლენარულ სხდომაზე მიმართა. მისი განცხადებით, ნიკა მელია მისმა მეგობრებმა მიატოვეს.

„თქვენ და თქვენს მეგობრებს დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ ორნაირად გემოქმედათ. ერთი ეს იყო ისე მოქცეულიყავით, როგორც იქცევით და ამისი პიარული დაგეგმვის შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ხალხს შეცოდებოდით. და მეორე - თქვენთან ერთად მოსულიყვნენ თქვენი კოლეგები და თქვენი სიმართლის შემთხვევაში საზოგადოებისთვის ენახებინათ თქვენი არგუმენტების სიმყარე, მაგრამ მათ მიგატოვეს. დღეს ისინი ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკური მესიჯებით. არ მგონია, რომ პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდათ რომ სათანადოთ დაეცავით. ნუ შეაფასებთ მათ პიარსვლას სწორად, რომლებმაც სადაც მიგატოვეს იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს