ემზარ კვიციანი  - არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები თავდებში დავუდგეთ ნიკა მელიას?  - მისი დაკავება ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა კოლეგა გაწირეს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი ინიციატივით გამოდის, პარლამენტარები ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. ამის შეასხებ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც კვიციანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები აქვს მას და მელიას, ის არის მისი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს.

„21-ში ვიხილეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მოუწოდებდნენ ასე - „ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯეთ ხელისუფლება“. გახსოვთ ალბათ, ამის ავტორი ქვეყნის გამყიდველი ოქრუაშვილი, რომელსაც არც იმუნიტეტის შეჩერება სჭირდება და არც ჩამორთმევა. არის დაკითხული ან დაკავებული? რაც შეეხება ნიკანორ მელიას, არის მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. აგერ მოვიდა და ზის, გისმენთ და უყურებს ამ ყველაფერს. ანუ ყველა საფუძველი არსებობს იმის, რომ არსად გაიქცევა და რატომ არის მისი პატიმრობაში ყოფნა საჭირო, ძალიან მაინტერესებს. თუ არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები თავდებში დავუდგეთ ნიკანორ მელიას? არის ამის შესაძლებლობა, რომ აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის ხელს გამოძიებას? ან შინა პატიმრობა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს“, - განაცხადა კვიციანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა