ნიკა მელია უმრავლესობას -  მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, დღეს აპირებთ თქვენ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი და მაქვს ზეიმი, თქვენ - პანაშვიდი

მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი და დღეს აპირებთ თქვენ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი და მე მაქვს ზეიმი, თქვენ - პანაშვიდი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ უმრავლესობის დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე.

სიტყვით გამოსვლისას მელიამ განაცხადა, რომ მას ძალიან ბევრი რამ ექნება სათქმელი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თან სიამაყით, ხოლო უმრავლესობის დეპუტატებს, ძალიან ცოტა რამ ექნებათ სათქმელი სიამაყით.

„არ ვაპირებდი განცხადების გაკეთებას და აქ ლაპარაკს სხდომათა დარბაზში, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი რომ ვთქვა შემდეგი - მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს კატეგორიულად ვთხოვე და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს ეს სურათი ყოფილიყო, რომელიც არის. დიახაც, დღეს მე აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი. მე ვარ აქ დღეს ამაყი, მაგრამ, მგონი, თქვენ არ ხართ ამაყები. მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით, უხერხულ მორჩილებაში. მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თან სიამაყით და ვფიქრობ, თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მე დღეს მგონია, რომ დიახაც, ვარ ისტორიის სხვა მხარეს და მჯერა, რომ თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. მე დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგან თვალი თვალს გაგისწოროთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს ხელშესახებად იგრძნობა აქ, ამ დარბაზში. დიახაც, მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი და დღეს აპირებთ თქვენ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი და მე მაქვს ზეიმი, თქვენ - პანაშვიდი. და დღეს განაჩენს თქვენ მე ვერ გამომიტანთ, ღილაკზე მიჭერით თქვენ უბრალოდ თქვენ ბედს განსაზღვრავთ და საკუთარ ცხოვრებას. ასე, რომ წარმატებები. ამის თქმასაც არ ვაპირებდი რომ არა ის ცილისწამება კოლეგების მიმართ“, - განაცხადა მელიამ.

ეს განცხადება მელიამ მამუკა მდინარაძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ მეგობრებმა მელია მიატოვეს, რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოს.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს