გიორგი ვაშაძე -  ყველა დეპუტატის სახელი, ვინც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას თანხმობა მისცა, ისტორიაში მოღალატის სახელით ჩაიწერება

ყველა იმ დეპუტატის სახელი და გვარი, ვინც თანხმობა მისცა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, როგორც მოღალატეების სახელი და გვარი, - ამის შესახებ "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„სამაცხვინოა. ახლა მელაპარაკოს რომელიმე მათგანი რა არის საპარლამენტო ინსტიტუცია. ფეხქვეშ გათელეს საპარლამენტო ინსტიტუცია, საქართველოს ინტერესები. დავალება გაცემული გავრილოვის მიერ, პირწმინდად შეასრულეს ამ პარლამენტის წევრებმა, ვინც ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეჩერებას ხმა მისცეს“, - განაცახადა ვაშაძემ.

აქციაზე ისმის შეძახილები: "მონებო!“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა