„აიპლიუსი“ პეკინის 11-ში დღეს მომხდარ ძარცვის მცდელობაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„აიპლიუსი“ პეკინის 11-ში დღეს მომხდარ ძარცვის მცდელობაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.


როგორც „აიპლუსიდან“ „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, სამეთალყურეო ჩანაწერების ნახვისას მათ შთაბეჭილება რჩებათ, რომ ძარცვის ფაქტში მონაწილე პირის ქცევა არაბუნებრივია. ისინი ემიჯნებიან ნებისმიერ პოლიტიკურ ინტერესებს და ამ ინტერესებისთვის მსგავსი ძარცვის მცდელობის შესაძლო „დადგმას“.

„სოციალურ ქსელში მასობრივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს, „აიპლიუსის“ მაღაზიის ძარცვის მცდელობის ფაქტი, გარკვეულმა პოლიტიკურმა მხარემ, პოლიტიკური ინტერესებისთვის “დადგა”.

„აიპლიუსი“ კატეგორიულად ემიჯნება, ნებისმიერ პოლიტიკურ ინტერესებს და ამ ინტერესებისთვის მსგავსი ძარცვის მცდელობის შესაძლო „დადგმას“.

სამეთალყურეო ჩანაწერების ნახვისას გვრჩება შთაბეჭილება, რომ ძარცვის ფაქტში „მძარცველის“ ქცევა არაბუნებრივია, თუმცა გაურკვევლია რატომ შეიძლება, შესაძლო ინსცენირების ადგილად „აიპლიუსი“ შერჩეულიყო.

ამასთან, იმედს გამოვთქვამთ, რომ „აიპლიუსი“ არ იქნება „გახვეული“ შესაძლო ხელოვნურ პროვოკაციებში.

მოვუწოდებთ შს სამინისტროს, ფაქტის გამოძიებისას, განიხილოს ძარცვის ფაქტის პოლიტიკური ინტერესების მქონე მხარეების მიერ შესაძლო ინსცენირების ვერსიაც.

საზოგადოებას, ვთხოვთ გამოიჩინონ სიფრთხილე მომხდარი ფაქტის შეფასებისას. ჩვენ მომხდარით შოკირებულები ვართ და მოვუწოებთ ყველა მხარეს, ნუ ახდენთ აიპლიუსის რომელიმე პოლიტიკურ მხარესთან გაიგივებას”, - ნათქვამია „აიპლუსის“ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო