ოთარ კახიძე - ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის

ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ კითხვაზე, ხომ არ ელოდება ოპოზიცია 20-21 ივნისის მოვლენებზე სხვა პირების დაკავებას საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებისგან გასაკვირი არაფერია.

"ოპოზიციამ ივანიშვილს და მის მონებს უნდა ჩამოვართვათ ხელისუფლების სადავეები. ამათგან მოულოდნელი არაფერია. მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის",- განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა