აშშ-ს  საელჩო - მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია, როგორც ძალადობის აქტების, ისე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიება, მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით

აშშ-ის საელჩოს განცხადება 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.

აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნდა>

„მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებულ იქნას, როგორც ძალადობის აქტები, ისე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო