სოფიო ქაცარავა - არ ვარ საქართველოში, მაგრამ თბილისში რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე - სრულად  ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას

თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე - სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს! - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

„ არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით, ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე - სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს! #სოლიდარობაჩემსგუნდს“, - წერს ქაცარავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა