ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა უკვე დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა უკვე დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ოჯახის წევრების სანახავად წავიდა. მელიას ინფორმაციით, პროკურატურისგან ჯერჯერობით არც რაიმე დოკუმენტი მიუღია და მასთან არც ზარი განხორციელებულა.

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა