საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, რომელმაც ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ბიძინა გეგიძეა

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, რომელმაც ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ბიძინა გეგიძეა. ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ბიძინა გეგიძემ დაუდასტურა

იმ დროს, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხს კენჭს უყრიდნენ, ბიძინა გეგიძე შენობაში იმყოფებოდა, თუმცა რეგისტრაცია არ გაუვლია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა