აქციის მონაწილეებმა ფერადი  მაშხალები გაუშვეს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ფერადი მაშხალები გაუშვეს. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დემონსტრანტებს მოუწოდა, რომ მუსიკის ფონზე, სიმბოლურად სწორედ ამგვარად დაესრულებინათ დღევანდელი აქცია.

კიდევ ერთი სიმბოლური ჟესტი, რომელსაც სახლისკენ მიმავალი აქციის მონაწილეები მიმართავენ, პოლიციელებისთვის ხელის ჩამორთმევა იქნება. მიშა მშვილდაძემ მათ მოუწოდა, რომ სახლში წასვლისას ყველა პოლიციელს ხელი ჩამოართვან და გადაკოცნონ მშვიდობის ნიშნად.

„როცა სახლებისკენ წავალთ, ყველა პოლიციელს, რომელსაც გზად ვნახავთ, ხელი ჩამოვართვათ და გადავკოცნოთ, დავემშვიდობოთ ხვალამდე, ჩვენი მშვიდობიანობის და იმის ნიშნად, რომ ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეები კი არა, ისინიც ჩვენიანები არიან, ჩვენ ერთნი ვართ,“ - მიმართა მშვილდაძემ აქციის მონაწილეებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა