ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შვილებს შორის მინი-ფეხბურთის ტურნირი გაიმართა

35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შვილებს შორის მინი-ფეხბურთის ტურნირი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტურნირი არასამთავრობო ორგანიზაციის „დაიცავი შენი წილი სამშობლო" ინიციატივით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ა(ა)იპ ‘’ საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.

„ტურნირი „ვეტერანთა შვილები - ჯანსაღი ცხოვრებისათვის’’ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში მონაწილეობდა 8-16 წლამდე ასაკის 40 მოზარდისგან შემდგარი 6 გუნდი: „თბილისი“, „გარეჯი“, „სოხუმი“, „აფხაზეთი“, „კოდორი“ და „სამაჩაბლო“.

„ტურნირის მსვლელობისას, ამხანაგური მატჩი გამართეს ამპუტანტმა ფეხბურთელებმაც. გამარჯვებული გუნდი „კოდორი“ გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში „სამაჩაბლოს“ სძლია. მესამე ადგილი კი - „სოხუმს” ხვდა წილად.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად „სოხუმის“ მოთამაშე, ლუკა ხორავა დასახელდა, საუკეთესო მეკარედ, „სამაჩაბლოს“ მეკარე საბა ტიელიძე, საუკეთესო თავდამსხმელად _ „კოდორელი“ ლუკა მინჯია, საუკეთესო მცველად - ლუკა სეტიელი „კოდორიდან“ და საუკეთესო ნახევარმცველად „სამაჩაბლოს“ წევრი გიგი მაისურაძე.

გამარჯვებულ გუნდებსა და საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს ტურნირის ორგანიზატორის სიგელები „დაიცავი შენი წილი სამშობლოს ’’, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის, მიერ დაწესებული თასები, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

ტურნირი „ვეტერანთა შვილები - ჯანსაღი ცხოვრებისათვის’’ წელს პირველად გაიმართა და იგეგმება მისი ყოველწლიურად ჩატარება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა