ვლადიმერ იმნაძე  შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე  უწყებათაშორის შეხვედრაში მონაწილეობდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, უწყებათაშორის შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელწმიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა, რომელიც 90-იან წლებსა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგული პირების მოძიებას, გამოვლენას და ოჯახებისათვის ნეშტების გადაცემას ისახავს მიზნად.

„საკოორდინაციო მექანიზმის მანდატი 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული 2,200-ზე მეტი პირის ბედისა და ადგილსამყოფელის გარკვევას, ასევე, მათი ოჯახის წევრების სათანადოდ ინფორმირებას ითვალისწინებს. მისი საქმიანობა მკაცრადაა განსაზღვრული და მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა.

მექანიზმის საქმიანობის შედეგად 2010 წლიდან დღემდე, ჯამში, 129 სამარხის გახსნა და 430 ნეშტის ექსჰუმირება მოხერხდა. იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 163 პირის ნეშტი.

დღეისათვის, 40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ, მოძიებული იქნება იმ ადამიანების ნეშტები, რომლებიც დაკარგულთა სიაში არიან,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო