გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივნისს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებლების ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დაბა ზაჰესში მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:30 საათამდე დენი გაითიშება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში.

12:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ბულაჩაური, აბანოსხევი, ზემო ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 12:00 საათიდან 15:30 საათამდე - აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს