“Tbilisi Hills Golf & Residences“ გოლფში, ქალთა შორის, საქართველოს ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს

29 ივნისს, 11 საათზე, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ღია ჩემპიონატი გოლფში ქალთა შორის ჩატარდება, რომელიც გაიმართება „თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედნებზე. ჩემპიონატში 15-ზე მეტი მოყვარული სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უცხოელებიც. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„თბილისი ჰილსიდან“ აცნობეს.

საქართველოს გოლფის ფედერაცია 2007 წელს დაარსდა და ევროპის გოლფის ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა.

"18-19 მაისს ჩავატარეთ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გოლფში მამაკაცთა შორის. ახლა მოხარულები ვართ, რომ ტარდება ქალთა ჩემპიონატიც. მადლობა Tbilisi Hills Golf & Residence-ს. მადლობა ჩვენს სპონსორებს. ველოდებით ყველა დაინტერესებულ ქალბატონს,"- განაცხადა გოლფის ფედერაციის პრეზიდენტმა მიშა ძაძამიამ.

საქართველოს ღია ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და „თბილისი ჰილსი“.

„თბილისი ჰილსის“ გოლფ კლუბი არის პირველი პროფესიონალური 18-ფოსოიანი კლუბი საქართველოში, რომელიც მდებარეობს ქვემო თელეთში, ძველი თბილისიდან სულ რაღაც 15 წუთის მანძილზე. კლუბი მსოფლიოს პრესტიჟული გოლფ კლუბების და ასევე „European Tour Properties”-ის წევრია“.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ვუმასპინძლოთ საქართველოს ღია ჩემპიონატს გოლფში, „თბილისი ჰილსის“ გოლფ კლუბში, ეს იქნება დიდი ტრადიციის დასაწყისი, რომელიც ხელს შეუწყობს გოლფის განვითარებას საქართველოში," - განაცხადა „თბილისი ჰილსის“ გოლფ კლუბის დირექტორმა პოლ პოჰმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა