უმრავლესობის დეპუტატი ალექსადრე ერქვანია ნიკა მელიას საკითხზე კენჭისყრაზე - ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც უნდა მიმეღო

ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც უნდა მიმეღო, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ალექსადრე ერქვანია ერთ-ერთი დეპუტატია, რომელსაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ასე ჩავთვალე საჭიროდ და ამიტომ. ის გადაწყვეტილება მივიღე, რაც უნდა გამეკეთებინა და გადაწყვეტილებაც უნდა მიმეღო", - განაცხადა ერქვანიამ.

ამასთან, ერქვანიას თქმით, მას არ აქვს ინფორმაციაა დაატოვებინებენ თუ არა გუნდს.კითხვა, თავად აპირებს თუ არა ის გუნდის დატოვებას, ალექსანდრე ერქვანიამ უპასუხოდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა