ირაკლი აბესაძე - როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძე თავად იმასაც ვერ წყვეტს, პარლამენტში გამოცხადდეს თუ არა

როგორც ჩანს, მამუკა ბახტაძე თავად იმასაც ვერ წყვეტს, პარლამენტში გამოცხადდეს თუ არა,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. აბესაძის თქმით, მას ევალება, რომ საზოგადოების მოთხოვნა შეასრულოს და მინისტრი გიორგი გახარია გადააყენოს ან თავად გადადგეს.

"სრული პოლიტიკური ბუტაფორია, რომელიც აქციის დარბევის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მისი პოლიტიკური გუნდის ხელწერა არ იყო რეზინის ტყვიები და მისმა მინისტრმა გახარიამ რამდენიმე წუთში რეზინის, პლასტმასის და ცხოველის საწინააღმდეგო ტყვიები დაუშინა აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებს, დევნიდა და დასდევდა მათ ქუჩაში. ამ სიტუაციაში, როგორც ჩანს, ბახტაძე თავად იმასაც ვერ წყვეტს პარლამენტში გამოცხადდეს თუ არა. ერთი რამ, რაც მას ევალება ცხადია, ეს არის საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნის შესრულება - გადააყენოს გახარია ან თავად დატოვოს თანამდებობა თუკი მას ამის უფლებას არ აძლევენ“,-აცხადებს აბესაძე.

არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა