დადასტურდა, რომ მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს არსებული გარემო ანაგრიშის სრულფასოვანი განხილვის შესაძლებლობას არ იძლევა.

„მიმდინარე სასესიო კვირაში დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ყოველწლიური მოხსენების წარდგენა. ანგარიში შეეხებოდა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას. პირველად იმართება მსგავს ფორმატში პრემიერის მოსმენა იმ საკონსტიტუციო რეფორმის და ახალი რეგლამენტის მიღების შემდეგ, რაც ყველამ ერთად მივიღეთ. ამ გამოსვლით საფუძველი უნდა ჩაეყაროს ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო ტრადიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა როგორც პარლამენტისთვის, ასევე მთავრობისთვის. ყველასთვის ცხადია, რომ არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნებოდა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება. ჩვენი სურვილია, რომ როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას მიეცეს მშვიდ სამუშაო რეჟიმში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღების საშუალება ამ ანგარიშის განხილვაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პრემიერთან მიმდინარეობს თარიღის განსაზღვრის კონსულტაციები და არ არის გამორიცხული, მამუკა ბახტაძეს საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმინონ.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა