ანზორ მელია - ყოველთვის ველოდებოდი, რომ მოხდებოდა ნიკას დაჭერა, მაგრამ ასე უსინდისოდ და არაკაცურად არ მეგონა

მე ყოველთვის ველოდებოდი ამას, რომ მოხდებოდა ნიკას დაჭერა, მაგრამ ასე უსინდისოდ, ასე არაკაცურად ამას არ მოველოდი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა.

ანზორ მელიამ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი პარლამენტის დარბაზში იქნებოდა 10 ადამიანი მაინც, მისი პაციენტი ან პაციენტის ახლობელი და არ მისცემდა ხმას მისი შვილის ციხეში გაშვებას.

„რაც გახმოვანდა, რომ ჩემს შვილს იბარებენ პარლამენტში, რომ მოუხსნან იმუნიტეტი, მე უკვე მივხვდი, რომ ეს არის სპეციალური დავალება და მზად ვიყავი ამისთვის. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი, რომ იმ დარბაზში დეპუტატებში 10 კაცი მაინც არის ჩემი ყოფილი პაციენტი, ან პაციენტების შვილები, ან კეთილმოსურნეები და დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკას, თავიანთი მკურნალი ექიმის შვილს არ გაიმეტებდნენ ციხისთვის. ერთადერთი იყო რომან კაკულია და დარწმუნებული ვიყავი ბატონი რომანი არ გადადგამდა იმ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილი გაეწირა ციხისთვის. მეგონა ასევე, რომ კობა კობალაძე გვერდით დაუდგებოდა ჩემს შვილს, კიდევ ბევრი სხვა, თუმცა არ მინდა ახლა გვარების დასახელება“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა და ნიკა მელია ოპოზიციაში აღმოჩნდა, მისი პაციენტების 80% გაქრნენ.

„რომელ პაციენტებზე ვამბობ იცით, რომლებიც ღამის 2, 3, 4 საათზე მირეკავდნენ, რომლებსაც უჩემოდ არ შეეძლოთ არსებობა. 2012 წელს პარლამენტის პირველი სხდომა რომ ვნახე, 10 კაცი მინიმუმ იქ იჯდა ვინც დამეკარგა“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ნიკა მელიას მამის თქმით, მისი შვილის დაპატიმრება რუსული დავალების შესრულებაა.

„როგორ შეიძლება გაწირო ადამიანი, რომელსაც საქართველოზე გული შესტკივა და არის სუფთა კაცი. ნიკა ძალიან პატიოსანი, ალალი, გულმართალი და მოუსყიდველია. მე ყოველთვის ველოდებოდი ამას, რომ მოხდებოდა ნიკას დაჭერა, მაგრამ ასე უსინდისოდ, ასე არაკაცურად, ამას არ მოველოდი“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

იხილეთ ვიდეო: "მე ველოდებოდი რომ მოხდება ნიკას დაჭერა, მაგრამ ასე უსინდისოდ და არაკაცურად არ ველოდი" - ანზორ მელიას პირველი ინტერვიუ შვილისთვის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა