მამუკა მდინარაძე დეპუტატებზე, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს - გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე არ გვისაუბრია

გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე ნამდვილად არ გვისაუბრია, - ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, აპირებენ თუ არა უმრავლესობის იმ წევრების გარიცხვას, რომლებმაც გუშინ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს.

მისი თქმით, დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყოს, დღესვე იქნებოდნენ გარიცხულები, მაგრამ მმართველ გუნდს ასეთი მიდგომა არ აქვთ.

„ყველა ადამიანი, მითუმეტეს დეპუტატი, რომელიც სარგებლობს თავისუფალი მანდატით თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია. ეს წარმოუდგენელია რიგი პოლიტიკური ძალებისთვის, მაგრამ ჩვენ ასეთი მიდგომა არ გვქვს და გარიცხვაზე და მსგავს საკითხებზე ნამდვილად არ გვისაუბრია",-აცხადებს მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება გუშინ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს