სოფელ ჭუბერში 7 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის მშენებლობა სამ დღეში დასრულდება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 7 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ტიტა-პაპალარას ხიდის მშენებლობა სამ დღეში დასრულდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა გიორგი ჩალათაშვილმა განუცხადა.

სწორედ "ქართული სამშენებლო კონსორციუმია“ სვანეთში "ნენსკრა ჰესის" საპროექტო კომპანია სს " ნენსკრა ჰიდროს" სამშენებლო სუბკონტრაქტორი, რომელიც სვანეთში გასული წლის 5 ივლისს, ასევე მიმდინარე წლის 7 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული გზისა და ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც გიორგი ჩალათაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, 7 ივნისს მდინარე ნენსკრას შენაკადის-დევრულას ადიდების შედეგად წაღებული, სოფლების ტიტა- პაპალარას ხიდის მშენებლობის სამუშაოები,რომელიც სოფელ ტიტასა და ოკრილს აკავშირებს, ინტენსიურად მიმდინარეობს და მოსახლეობა,ასევე კომპანიის ტექნიკა ხიდით სარგებლობას სამ დღეში შეძლებს.

"დროებითია ხიდი, რომელიც აქ იყო, ჩვენმა კომპანიამ ააშენა 2015 წელს. 7 ივნისს მდინარის დონემ მაქსიმალურად მოიმატა, ამიტომ ბურჯებმა ვეღარ გაუძლო. ახლა ეს ხიდი შენდება იმის გათვალისწინებით, რომ მდინარის მსგავს ადიდებას გაუძლოს. ხიდის მშენებლობის სამუშაოები 3 დღეში დასრულდება,"-განაცხადა გიორგი ჩალათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მიმდინარე წლის 7 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას შენაკადი – დევრულა ადიდდა, რამაც გზისა და ხიდის დაზიანება გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა