ლევან ხაბეიშვილი - უსამართლობა, რომელიც მელიას შემთხვევაში მოხდა, ყველასთან მოვა, ყველას კარზე დააკაკუნებს

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ გემოვნებას?! ეს ჩვენი ქვეყნის ბრძოლაა, თორემ მართლა შარვალ-კოსტუმით კი არ დავიბადე პარლამენტში ან საკრებულოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს უსამართლობა, რომელიც მელიას შემთხვევაში მოხდა, ყველასთან მოვა, ყველას კარზე დააკაკუნებს. ნუ გგონიათ, რომ ეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ბრძოლაა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ბრძოლა, თორე მართლა შარვალ-კოსტუმით კი არ დავიბადე ან პარლამენტში ან პოლიტიკაში, ან პარტიაში კი არ დავიბადე. ჩვენი ქვეყნის ბრძოლაა, რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ გემოვნებას ახლა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, საკითხავია, 20-21 ივნისის მოვლენების დროს, სპეცრაზმელები რატომ არ ესროდნენ მას და ნიკა მელიას, თუკი ამბობენ, რომ სწორედ მათ გადაამეტეს ძალას და ჩაიდინეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები.

„მარტივ რამეს ვკითხულობ, თუ მელიამ გადაამეტა ძალას, თუ ხაბეიშვილი იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ჩამდენი, რატომ არ ესროლეს მელიას და რატომ არ ესროლეს ხაბეიშვილს?! რატომ ესროლეს 18 წლის ბავშვს, რომელიც საერთოდ არ იდგა წინ. რატომ ესროლეს?! თვალი რატომ ამოუღეს ახალგაზრდებს?!“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „ნიკა მელია ღირსეული კაცია“.

წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა მელიას დაკავებას, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა ელოდება“.

„ჩვეულებრივი დიქტატურაა ქვეყანაში“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა