მამუკა მდინარაძე გახარიას პარლამენტში მისვლაზე - გავმართავთ კონსულტაციებს, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუნდებათ გაიგონ, რეალურად რა ხდებოდა 20 ივნისის ღამის განმავლობაში

რეგლამენტიდან იქნება გადახვევა, მაგრამ ისეთ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც პირველად შედგება, საუბარია პრემიერის მოხსენებაზე მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია და რეგლამენტი მოქმედებს, ჩვენ უნდა შევქმნათ სრულფასოვანი პრეცედენტი ყველა თემაზე სასაუბროდ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, დღეს არ არის შესაბამისი დრო, როცა საუბარი უნდა იყოს გაკეთებულ საქმეებზე და განსახორციელებელ პროგრამაზე, რადგან აღნიშნული არაადეკვატური იქნება. მისი თქმით, გაიმართება კონსულტაციები და მოხდება იმ დღის დათქმა, როცა პრემიერ-მინისტრი განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრებს და ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას.

„ამ ფორმატთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. მათთან ერთად განვსაზღვრავთ დღეს, მოვიწვევთ რიგგარეშე სხდომას. ეს რეგლამენტიდან იქნება გადახვევა, მაგრამ ისეთ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც პირველად შედგება, საუბარია პრემიერის მოხსენებაზე მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია და რეგლმენტი მოქმედებს, ჩვენ უნდა შევქმნათ სრულფასოვანი პრეცენდენტი ყველა თემაზე სასაუბროდ", - აცხადებს მდინარაძე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას მისვლას საკანონმდებლო ორგანოში, მდინარაძის თქმით, ოპოზიცია უარს ამბობს გახარიას მოსმენაზე და გუნდს მინისტრთან ისედაც აქვს კომუნიკაცია.

„გავმართავთ კონსულტაციებს, როცა შეძლებენ დადგნენ თავის თავზე მაღლა ოპოზიციის წარმომადგენლები და მოუნდებათ გაიგონ, რეალურად რა ხდებოდა იმ ღამის განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ მოვიწვიოთ მინისტრი“, - აცხადებს მდინარაძე.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გამოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა