საფრანგეთში, მაღალი ტემპერატურის გამო, ასობით სკოლა და საბავშვო ბაღი დაიკეტა

საფრანგეთში ასობით სკოლა და საბავშვო ბაღი მაღალი ტემპერატურის გამო დაიკეტა. სასწავლო დაწესებულებები ქვეყნის მასშტაბით კვირის ბოლომდე არ იმუშავებს, რადგან ბევრ ქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მხოლოდ პარიზის სამხრეთით მდებარე ესონას დეპარტამენტში 56 სკოლა დაიკეტა.

წელს ევროპაში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა იქნება. ამის შესახებ განცხადებას ევროპის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე კვირას განსაკუთრებით მოიმატებს ტემპერატურა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში და 45 გრადუს მიაღწევს. ამასთანავე, მაღალი სიცხეები იქნება იტალიასა და ესპანეთშიც. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ძლიერი სიცხე განსაკუთრებით საშიში მოხუცებისა და ბავშვებისთვისაა, ამიტომ ისინი მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებენ.

იხილეთ ვიდეო: საფრანგეთში ასობით სკოლა და საბავშვო ბაღი სიცხის გამო დაიკეტა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა