ნათია თურნავა ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ტურიზმში არსებული გამოწვევების დაძლევის საკითხები ნათია თურნავამ ამჯერად ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესთან ერთობლივი საუბარი გამოსავალზე, რომელიც შეარბილებს იმ ნეგატიურ ეფექტს, რაც გამოწვევის სახით უდგას ტურიზმის ინდუსტრიას.

„ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ სხვადასხვა გამოსავალზე, ვიმსჯელეთ, როგორ დავეხმაროთ მათ ლოგისტიკაში - იქნება ეს ახალი ფრენები, ჩარტერები, გარკვეული ტრანსფერების დაფინანსება, გარკვეული საფინანსო მხარდაჭერა და ჩვენი არსებული ფინანსური მექანიზმების ამისთვის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ დარგი დაბალანსებულად უყურებს პროცესს, საუბარია როგორც სხვადასხვა ბაზრიდან ტურისტების მოზიდვის ახალ შესაძლებლობებზე, ასევე ტრადიციული ბაზრის და მათ შორის რუსული ბაზრის შენარჩუნებაზე”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო გახსნილი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ის არის უსაფრთხო ტურისტული დესტინაცია და ბაზარი, მათ შორის რუსი ტურისტებისთვისაც.

ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს