დავით ბაქრაძე - მამუკა ბახტაძე აქ უნდა მოვიდეს მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად - როდის დაისჯებიან დამნაშავეები და როდის აიღებს პასუხისმგებლობას შს მინისტრი

ჩვენ მოვითხოვთ, ბატონი ბახტაძე გამოცხადდეს პარლამენტში. ოღონდ, გამოცხადდეს არა მთავრობის ანგარიშით, არა თავის მოწონებით და ტრაბახით რას აკეთებს მისი მთავრობა ხალხისთვის. აქ უნდა მოვიდეს ერთ მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად-როდის დაისჯებიან დამნაშავეები და როდის აიღებს პასუხისმგებლობას შს მინისტრი,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვერ მოდის პარლამენტში, რომ პასუხი გასცეს პარლამენტის წევრების და ხალხის შეკითხვებს.

„ბახტაძის არ მოსვლა არის ერთადერთი რამის პირდაპირი აღიარება-პრემიერს და ხელისუფლებას არ აქვს პასუხი იმ მთავარ მოთხოვნაზე, რომლითაც კვირაზე მეტია ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში. ეს არის - დამნაშავეების დასჯა და შს მინისტრის გადადგომა. პრემიერ-მინისტრის დამალვა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არ არის მზად პასუხი გასცეს ხალის მთავარ კითხვას, მაგრამ დამალვა ამას ვერ უშველის. ბახტაძეს, გახარიას და მთლიანად ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, როდის დაისჯებიან დამნაშავეები. როდის დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც დამიზნებით ახალგაზრდა ადამიანებს, გოგოებს თვალებს თხრიდა დათვის ტყვიებით. ეს არის იმ ტიპის დანაშაული, რომელზეც პასუხისმგებლობა აუცილებლად მოუწევთ და დამალვა და პარლამენტში არმოსვლა ვერ იქნება გამოსავალი”,-აცხადებს ბაქრაძე.

მისივე თქმით, მთავრობა რას აკეთებს ხალხისთვის ამას ისედაც კარგად ხედავს ყველა და თავის თავზე გრძნობს გაჭირვებული მოსახლეობა.

„მოსახლეობა გრძნობს უმუშევრობასაც, გაძვირებულ ცხოვრებასაც, გაუფასურებულ ლარსაც, ყველაფერს იმას რა ჩიხშიც შეიყვანა მთავრობამ, ეს მის გარეშეც ვიცით, ამიტომ ამაზე სალაპარაკოდ ნამდვილად არ უნდა მოვიდეს პარლამენტში, აქ უნდა მოვიდეს ერთ მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად - როგორც პრემიერ მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა და ქართველ ხალხს, ათიათასობით ადამიანს, რომლებიც პროტესტში იღებს მონაწილეობას გასცეს პასუხი კითხვაზე - როდის დაისჯებიან დამნაშავეები და როდის აიღებს პასუხისმგებლობას შს მინისტრი”,-აცხადებს ბაქრაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს