გია ვოლსკი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე - ვფიქრობ, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა კარგად ვერ გაერკვა, რა გავაკეთეთ

ვფიქრობ, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა კარგად ვერ გაერკვა, რა ვქენით და რა გავაკეთეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი აზრით, უმრავლესობის იმ წევრების პოზიციასთან დაკავშირებით, რომლებმაც არ მიიღეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე კენჭისყრაში მონაწილეობა, გუნდში უნდა იმსჯელონ.

„ჩვენ გუშინ კონკრეტული დეპუტატი გავუთანაბრეთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომლის მიმართ გამოძიებას შესაძლოა, ჰქონდეს პრეტენზია და რომელიც შესაძლოა, დამთავრდეს იმით, რომ ამ გამოძიებამ წარდგენა გააკეთოს თავისუფლების აღკვეთის თაობაზე. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ დეპუტატს არ აქვს მეტი იმუნიტეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, მით უმეტეს თუ ეს დეპუტატი მიუძღვოდა არმიას პარლამენტის დასაკავებლად", –აცხადებს გია ვოლსკი.

მისივე თქმით, იმუნიტეტის მოხსნა საგანგაშო არ არის და დეპუტატმაც, როგორც ყველა სხვა პირმა, გამოძიების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება გუშინ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო