ნიკა მელია - დამიჭერენ ვაია, არ დამიჭერენ - ვუი

დღეს რომ არ დამიჭირონ გუშინდელ დღეს ვერ გაამართლებენ. ივანიშვილი შედის სულ უფრო ღრმა ჩიხში. ის მოქმედებები, რომელსაც მისი მხრიდან აქვს ადგილი არის აგონიური მოქმედებები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გუშინდელმა დღემ ბიძინა ივანიშვილს აჩვენა, რომ საკუთარი ფული საქმეს ვეღარ უკეთებს.

„იმ ყველაფრის შემდეგ რაც მათ გუშინ იკადრეს, იმის შემდეგ, რაც ივანიშვილმა გააკეთებინა ძალდატანებით „ქართული ოცნების“ დეპუტაციის დიდ ნაწილს, დღეს რომ არ დამიჭირონ გუშინდელ დღეს ვერ გაამართლებენ. დამიჭერენ ვაია, არ დამიჭერენ ვუი. ბიძინა ივანიშვილს მთავარი უბედურება დაემერთა გუშინ, მთავარი რამ გაუფასურდა მისთვის, გაუფასურდა ფული. ამ დღემ ივანიშვილს აჩვენა, რომ თავისი მილიარდები საქმეს ვეღარ უკეთებს. ის ძალაუფლება, რომელიც მას აქვს, ის მილიარადები აღარ არის საკმარისი აკეთოს ქვეყანაში ის, რაც მას სურს. ივანიშვილი შედის სულ უფრო ღრმა ჩიხში. ის მოქმედებები, რომელსაც მისი მხრიდან აქვს ადგილი არის აგონიური მოქმედებები. საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი, რეალური მმართველი ამ ქვეყნის, როცა არის უდიდესი ყურადღების ცენტრში, სცეპრაზმს სახლში რატომ შეიყვან? წარმოგიდგენიათ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია?- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა