გიგი უგულავა - ივანიშვილის პროკურატურის და სასამართლოს სტანდარტები საკუთარ თავზე გამოვცადე, მაგრამ როცა მელიას საქმე ვნახე, ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა

ივანიშვილის პროკურატურის და სასამართლოს გამოძიების სტანდარტები საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მაგრამ როცა ეს საქმე ვნახე, ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ივანიშვილი დასცინის საკუთარ მოსახლეობას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. უგულავას შეფასებით, აღნიშნული საქმე აგებულია მხოლოდ ცრუ მოწმეთა ჩვენებებზე.

„მთელი საქმე აგებულია 3 პოლიციელის ჩვენებაზე და 2 ვითომ ჟურნალისტის ჩვენებაზე, რომელთა ვინაობის შესახებაც თქვენ, ალბათ, არც გაგიგიათ. მეტი არანაირი მტკიცებულება არ არის. ზოგადად ამ საქმით ივანიშვილი დასცინის საკუთარ მოსახლეობას. უნდა რომ ისრები გადაიტანოს მელიას ან ოპოზიციის სხვა ლიდერებს შეატენოს ის, რაც არასდროს არ “გაპრავდება“. რუსთაველზე ასეთი რამე არც ადრე „გაპრავებულა“ და არც ახლა „გაპრავდება“ რაც არ უნდა სამართლებრივად შეაკოწიწო ბრალდება. ამიტომ, ვიდრე აქციის მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, მანამდე ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და ტრაგიკული ფურცელი არ დაიხურება. თავისთავად ცხადია, რომ დადგება დრო, როცა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება სასტიკი დარბევის შესახებ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება ხალხისთვის ტყვიების სროლის შესახებ - ეს ყველაფერი მომავლის საკითხებია,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის დამოკიდებულება, როდესაც 20 ივნისის და 7 ნოემბრის დაპირისპირების დახასიათებაში შედის, ამორალურია.

„პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩვენ ინსტიტუციურად გამოვრიცხოთ ის, რაც მოხდა 20 ივნისს, თავის დროზე 7 ნოემბერს და ა.შ. ამიტომ მმართველი გუნდის დამოკიდებულება - როდესაც დაპირისპირების შედარებით დახასიათებაში შედის - არის ამორალური, უტვინო და ბეცი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩემი და შენი ტრაგედია არ არსებობს. ეს არის ჩვენი ტრაგედია და ერთობლივად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ მოხდეს,“ - განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა