საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი გაიმართა

თბილისის მერიისა და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საქართველო-ჩინეთის კულტურისა და ბიზნესის ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგებლებმა, ასევე ჩინეთის დელეგაციის წევრებმა პრეზენტაციები და პროექტები წარმოადგინეს. ფორუმზე თანამშრომლობის გზები, პერსპექტივები, გამოწვევები და კულტურის, განათლებისა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით არსებული მიზნები განიხილეს.

ფორუმი დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გახსნა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის კულტურის, განათლებისა და კულტურული ტურიზმის როლის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ქართულ-ჩინურ ურთიერთობას კულტურის, როგორც ბიზნესის განვითარებაში დიდი როლი აქვს. აღნიშნული ფორუმი სწორედ ამას ემსახურება, რომ ბიზნესისა და კულტურის მიმართულებით, თანამშრომლობის ახალი მოდელები შემუშავდეს. ასევე, გადმოვიტანოთ საუკეთესო პრაქტიკა და დავნერგოთ. მსგავსი ღონისძიებების, დიალოგების გამართვა მრავალფეროვნების გარანტია“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

ფორუმის დასასრულს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

დედაქალაქის მერიის პატრონაჟით, საქართველოს ჩინეთის ოპერის/თეატრის ქალაქის, სათეატრო ქალაქების ალიანსის გენერალური დირექტორი, ტურიზმის და კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელი გუო ქსიაონანი, პროფესორი შენ ლინი, პროფესორ გუო ჩენზი და დელეგაციის სხვა წევრები, ასევე, კულტურის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

პროექტი თბილისის მერიის, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის, ფონდის - „კავკასია“ და ხელოვნების სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით განხორციელდა.

თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, ღონისძიებას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა