რუსთავის მერმა ქალაქში არსებული საწარმოები დაათვალიერა

რუსთავის მერმა ქალაქში არსებული საწარმოები დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ირაკლი ტაბაღუა, სამუშაო პროცესის მიმდინარეობას, იმ საწარმოებში გაეცნო, სადაც, ახალი ინვესტიციები ხორციელდება ან წარმოების გაფართოება მოხდა.

მათივე ცნობით, ქალაქის მერი, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და მერიის ეკონომიკის განვითარების განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, სულ შვიდი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო, ერთ-ერთი ჰიმალაური მარილის გადამამუშავებელი შპს ,,გლობალ ინტერპრაიზია“, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება.

ახალი ქარხანა, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ თანამონაწილეობით აშენდა. ინვესტორისთვის ხელშეწყობის მიზნით, რუსთავის მერიამ, ქარხნის ასაშენებლად საჭირო ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, ეკონომიკის სამინისტროს უმოკლეს ვადებში გადასცა. რუსთავის მერმა 2016 წელს გახსნილი წარმოება შპს ,,ნიუ პლასტიკ ჯიც“ დაათვალიერა. ქარხანა პლასტმასის მილებს აწარმოებს, 2019 წლიდან ინვესტორმა წარმოება გააფართოვა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მასალების დამზადებაც დაიწყო. აღნიშნული ქარხანაც, პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ამოქმედდა.

მოგვიანებით, ირაკლი ტაბაღუამ, სახელმწიფო გრანტის ხელშეწყობით გახსნილი კიდევ ერთი ახალი - ცემენტის გადამამუშავებელი ქარხანა ,,სოლოც“ დაათვალიერა, სადაც 2 მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული.

რუსთავის მერი ავეჯის ახალი საწარმოსა და შპს ,,მეტალო ინვესტის“ მშენებლობის პროცესსაც გაეცნო, ამ უკანასკნელში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა. რუსთავის მერი სს ,,რუსთავ ოილის“ ხელმძღვანელობასაც შეხვდა, აღნიშნული წარმოება ქვეყნანაში ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანია, რომელიც ბითუმს აწარმოებს.

,,რუსთავ იოლში“ რამდენიმე ეტაპიანი ინვესტიცია განხორციელდა, დღეისათვის მესამე ეტაპი ხორციელდება და წარმოებაში 9 მილიონიანი ინვესტიცია იდება. ქალაქის ხელმძღვანელობა, კიდევ ერთ ახალ საწარმოში - შპს ,,ქონსთრუქშენ სერვისშიც“ იმყოფებოდა, რომლის რეინვესტირებაც 2019 წელს მოხდა.

„დავათვალიერეთ საწარმოები, რომელთა პროფილი მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია, როგორც სამშენებლო, ასევე საყოფაცხოვრებო წარმოებაში. აღნიშნულ საწარმოთა 60-70% , პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა ან გაფართოვდა. უნდა აღინიშნოს ის ხელშეწყობა და ჩართულობა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხდება სანებართვო პირობების გაცემისა და ტერიტორიის გამოყოფის დროს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ახალი, მსხვილი, თუ პატარა ინვესტიცია, რადგან უპირველესი ინტერესი ქალაქისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ამ საწარმოებში რუსთაველების დასაქმებაა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ზემოთაღნიშნულ საწარმოებში 2018-2019 წლებში ჯამში 20 მილიონი ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს