აქ აღარ არის საკითხი ერთ ადამიანში, ნიკა მელიაში, აღარ არის საკითხი, მელია ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს. თუ ჩვენ ვართ საზოგადოება, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, პატივი სცეს და გაითვალისწინოს ხალხის აზრი, - ამის შესახებ ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე მხარდასაჭერად მისულმა „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხი ითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, დამნაშავეების დასჯას.
„ყოველდღე ტარდება მიტინგი, ათიათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში და ამ ფონზე ხელისუფლება დანაშაულის გამოძიების მაგივრად აპატიმრებს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გამოწვევა მთელი საზოგადოებისთვის. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ ვართ და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც გვერდით დავუდგეთ ნიკა მელიას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.