ირაკლი გურჩიანი - „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ჰიბრიდების ტესტ-დრაივი ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია

„ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“, გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხოდ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ურთულესი მიზანი დაისახა. ავტოგიგანტმა გადაწყვიტა 21-ე საუკუნის ავტომობილი შეექმნა, რომელსაც ექნებოდა საწვავის ეკონომიურად მოხმარების გაცილებით მაღალი მაჩვენებელი, CO2-ის მაქსიმალურად შემცირებული გამონაბოლქვი და ვრცელი სალონი კომპაქტური დიზაინის პირობებში.

1995 წლიდან „ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“ შიდაწვის ძრავისა და ელექტროძრავის ჰიბრიდული სისტემის შექმნაზე დაიწყო მუშაობა და 1997 წელს, მსოფლიოს ინოვაციური ჰიბრიდული ავტომობილი ახალი პრიუსის სახით წარუდგინა. ამით, ჰიბრიდული ტექნოლოგიების ერა დაიწყო.

„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ დღემდე მუდმივად ხვეწს თავის ინოვაციურ, თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებს. შედეგი მისი ჰიბრიდული მოდელების ფართო ასორტიმენტია - მოქნილი, ეფექტური და მოდური, საიმედო და მძლავრი. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში 12 მილიონზე მეტი ადამიანი ტოიოტას ჰიბრიდს მართავს.

რატომ არის ტოიოტას ჰიბრიდები ასე მიმზიდველი და სასურველი მძღოლებისთვის, რა ფაქტორები განაპირობებს ჰიბრიდული ტექნოლოგიების უპირატესობას და შესაძლებელია თუ არა ჰიბრიდების ტესტ-დრაივი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ - თემაზე ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერის, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი საუბრობს.

- ტოიოტას ჰიბრიდები ცნობილია, როგორც ჰიბრიდულ-ელექტრონული ავტომობილები, ის ითავსებს ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავას და ელექტროძრავას. ორივე ძრავა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს. სწორედ ეს განასხვავებს ტოიოტას სრულ ჰიბრიდულ სისტემას ე.წ. ნაწილობრივ ჰიბრიდული ავტომობილებისგან. დასაძრავად და 50 კმ.სთ სიჩქარის განსავითარებლად, ტოიოტას ჰიბრიდები ელექტროენერგიას იყენებს. ქალაქში გადაადგილებისას ენერგიის თითქმის ნახევარს ელექტროძრავა დამოუკიდებლად გამოიმუშავებს. ამ დროს ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს საწვავს და შესაბამისად, არ აქვს მავნე გამონაბოლქვი. ამასთან, ელექტრორეჟიმის წყალობით, უხმაუროდ და კომფორტულად მოძრაობს.

- ძვირია თუ არა ჰიბრიდების შეძენა-შენახვა?

- ჰიბრიდულ სისტემაზე მომუშავე ავტომობილის შეძენა ოდნავ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მისი ტრადიციული ალტერნატივა. სამაგიეროდ, მათი შენახვა გაცილებით იაფია. ექსპლუატაციის პროცესში ტოიოტას ჰიბრიდები ზოგავს თანხას, ერთი მხრივ, ნაკლები საწვავის მოხმარების გამო და მეორე მხრივ, ცვეთადი ავტონაწილების ტექნიკური მომსახურების უფრო დაბალი ფასით. მაგალითად, სამუხრუჭე ხუნდების შემცირებული ცვეთის შედეგად, მათი ტექნიკური მომსახურება უფრო იაფი ჯდება. ტოიოტას ჰიბრიდის ელექტროძრავა და ბატარეების კომპონენტები კი თითქმის არ საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას. ეს გამოცდილი ტექნოლოგიაა და უფრო სანდოა, ვიდრე შიდაწვის ძრავები. ჰიბრიდებს საერთოდ არ აქვს ზოგიერთი ისეთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა გადაბმულობა და ელექტროსტარტერი, რაც მძღოლებს კიდევ უფრო უმცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

- რამდენად ხშირად სჭირდება ტოიოტას ჰიბრიდებს დატენვა?

- საერთოდ არ სჭირდება. ტოიოტას ჰიბრიდებს არ გააჩნია კაბელები, შტეკერები და მსგავსი საგნები, რამაც შესაძლებელია გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას მძღოლს. როდესაც ტოიოტას ჰიბრიდის ბატარეა იცლება, ის ხელახლა იტენება იმ ჭარბი ენერგიით, რასაც ძრავა გამოიმუშავებს.

- რამდენად მძლავრია ტოიოტას ჰიბრიდები?

- ტოიოტას ჰიბრიდებს შეუძლია ენერგიის წყაროს ერთი ძრავიდან მეორეზე ავტომატურად გადართვა. შედეგად, უფრო მაღალი სიჩქარის განვითარებისას ან ავტობანზე გასწრებისას, ელექტროძრავა ბენზინის ძრავასთან ერთად იწყებს მუშაობას და უპრობლემოდ უზრუნველყოფს სიმძლავრის სწრაფ ზრდას.

- რთულია ჰიბრიდის მართვა?

- ჰიბრიდული ავტომობილების ტექნოლოგიაში არ არსებობს განსაკუთრებული სირთულე. შეიძლება ითქვას, რომ ტოიოტას ჰიბრიდები გაცილებით ადვილი სამართავია, ვიდრე ტრადიციული ავტომობილი.

- რამდენად უპრობლემოდ მუშაობს ჰიბრიდები ზამთარში?

- რა თქმა უნდა, ტოიოტას ჰიბრიდები, განსაკუთრებით კი ახალი თაობის, ზამთარშიც უპრობლემოდ მუშაობს. ისინი აღჭურვილია სპეციალური სისტემებით, რაც ავტომობილს ეხმარება მოყინულ საგზაო ზედაპირზეც ჩვეულებრივ შეინარჩუნოს მოჭიდება.

ტოიოტას ჰიბრიდები ექსტრემალურ პირობებსაც კარგად ართმევს თავს. მაგალითად, RAV4-ის ჰიბრიდულ მოდელებს გააჩნია სრული ამძრავი სისტემა (AWD), რომელიც უზრუნველჰყოფს მაქსიმალურ ჩაჭიდებასა და სტაბილურობას ნებისმიერ პირობებში.

- უფრო კონკრეტულად, რა დადებითი მხარე აქვს AWD-სისტემას მძღოლისთვის?

- ჰიბრიდების უმრავლესობა წინა თვლების ამძრავი სისტემითაა აღჭურვილი, მაგრამ ასევე არსებობს სრული ამძრავი სისტემის მქონე, ანუ 4x4 სისტემის ტოიოტას ჰიბრიდები. ეს ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც უგზოობის თუ უამინდობის პირობებში მაღალი გამავლობის ავტომობილი სჭირდება.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ წარმოდგენილია ჰიბრიდული მოდელები, რომლებიც მაქსიმალურად ეკონომიური, საიმედო, მძლავრი და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ნებისმიერ მსურველს, ვისაც ჰიბრიდული ავტომობილების რეალურ პირობებში გამოცდის სურვილი აქვს, შეუძლია მიმართოს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“, მარტივად გაიაროს ტესტ-დრაივი და შეარჩიოს ჰიბრიდული ძრავის ავტომობილი შემდეგი მოდელებიდან: Rav4, CHR, Corolla, Camry და სხვა. გვერწმუნეთ, ყველა იმ სიკეთეს აღმოაჩენთ, რითაც ტოიოტას ჰიბრიდებია გამორჩეული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა