ირაკლი კოვზანაძე - საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი შარშან შემცირდა, თუმცა, კვლავ ჩვენი ეკონომიკის „აქილევსის ქუსლია“

„საქართველოს ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი რეზონანსული შედეგი გასულ წელს მე-3 კვარტალში საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდო იყო, რაც პირველი შემთხვევაა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში”, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, სადაც ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში წარადგინეს.

მისი თქმით, საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი ტურისტულმა სექტორმა შეიტანა, რომლის შემოსავლები 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის, ნახევარი მილიარდი დოლარით, ანუ, 19%-ით გაიზარდა. კოვზანაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალის ტემპის, საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის მკვეთრი შემცირებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings”-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ისტორიულად ყველაზე მაღალ დონემდე, „BB-“-დან „BB“-მდე გაუზარდა.

ამავე დროს, ირაკლი კოვზანაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.

„მიუხედავად საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდისა, ხსენებული დეფიციტი კვლავ ჩვენი ეკონომიკისა და ეროვნული ვალუტის უზრუნველყოფის „აქილევსის ქუსლია“. - განაცხადა კოვზანაძემ.

თუმცა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მთლიანობაში საქართველოს სავაჭრო დეფიციტი 2018 წელს 48.6%-დან 46%-მდე შემცირდა, რაც დადებითი ფაქტია.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტი ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს