დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების მინისტერიალში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილებს, რომელიც ავსტრიაში მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის დღის წესრიგის მიხედვით გაიმართება გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრთა გაერთიანებული სესია. სესიაზე განიხილება „სუფთა ენერგეტიკული პაკეტის“ (Clean Energy Package) 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლებით განპირობებული გამოწვევები. ამასთან, კიდევ ერთი სესია დაეთმობა ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების განხილვას.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი 2016 წლიდანაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა