თორნიკე შარაშენიძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გიორგი გახარია წასვლას აპირებს, ოღონდ წავა რაღაც დროის მერე

მე მგონი, გიორგი გახარიას ისეთი სტრატეგია აქვს გათვლილი, რომ ცოტა ხანს დაიცდის, სიტუაცია ჩაცხრება და შემდეგ შესაძლოა, წავიდეს. გახარიას გადაყენების შემდეგ, ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილს კადრებში აბსოლუტური ვაკუუმი ექნება და სავარაუდოდ, ეშინიათ, რომ სიტუაცია საერთოდ აერევათ, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე შს მინისტრის, გიორგი გახარიას იმ განცხადებებს, რომელიც მან გუშინ მედიასთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ექსპერტის თქმით, მინისტრისგან არ იყო მოსაწონი ის პასუხი, რომ „ არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა“.

„ერთადერთი, რაც მომეწონა არის ის, რომ თავისთავზე იღებს მთლიანად პასუხისმგებლობას. ასევე, დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ წასვლას აპირებს, ოღონდ წავა რაღაც დროის მერე. ტყვიებზე, მისი პასუხი არადამაკმაყოფილებელი იყო იმიტომ, რომ რას ჰქვია, კანონით არ არის აკრძალული?! მაშინ კანონი ყოფილა ძალიან ცუდი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ამასთან, მისი თქმით, იზიარებს გახარიას მოსაზრებას, რომ 20 ივნისის ღამეს, „პრემიერს ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული დაპირისპირების წერტილებში“.

მამუკა ბახტაძე რომ ტყემალზე ზის, კი ვიცით და დარწმუნებული ვარ, რომ ის რა თქმა უნდა, არ იყო საქმის კურსში“, -აღნიშნა შარაშენიძემ.

გარდა ამისა, თორნიკე შარაშენიძის თქმით, გახარიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დადგომა ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.

„აქ ჩვენ მივდივართ დიდ პრობლემამდე. ციხეში უკვე ზის ერთი ყოფილი შს მინისტრი და ახლა კიდევ თუ ჩასვამენ მეორე შს მინისტრს, მაშინ ჩვენ ამ ჯაჭვიდან ვერასდროს გამოვალთ. ეს არის ქვეყნისთვის პრობლემა. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობდა ვანო მერაბიშვილთან და კითხვები ახლა არსებობს გახარიასთან მიმართებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, სახელმწიფო რას იგებს იმით, რომ მერე ყველა ციხეში ზის, არ ვიცი. მე არ ვიცი, ბრძანება ვინ გასცა საერთოდ და ეს გამოძიების საკითხია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ბრძანება მოდიოდა უფრო ზემოდან, ვიდრე გახარიასგან. სამწუხაროდ, ვიღებთ პრობლემას - ყველა მთავრობა ამთავრებს ისე, რომ მისი შს მინისტრი ზის ციხეში. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. მე ეს მაფიქრებს და ვცდილობ წინ გავიხედო“, - განაცხადა შარაშენიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა