ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ

ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ, თუმცა ოკუპირებული გალიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეებს არ ატარებენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გადაადგილება ორმხრივად მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ, ვინც ენგურჰესზეა დასაქმებული ან ექიმის ცნობა აქვთ.

ადგილობრივებისთვის უცნობია, როდის მოიხსნება შეზღუდვა. მათთვის ასევე უცნობია ე.წ საზღვრის გადაკეტვის მიზეზი.

ენგურის ხიდზე მიმოსვლა გუშინ საღამოს შეიზღუდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ „ეს ზომები საქართველოში, მათ შორის, ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო მიიღეს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა