აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თბილისში განვითარებული მოვლენები მთავრობის სხდომაზე შეაფასა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, სამართალდამცავებმა ეფექტურად იმუშავეს და ქვეყანაში ხელისუფლების დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე აარიდეს.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად იქნა აღებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, რაც შეეხება შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ამ ყველაფერმა ჩვენს მოქალაქეებში, ახალგაზრდებში გამოიწვია სამართლიანი პროტესტი და ჩვენ ვართ ამ პროტესტის მიმართ სოლიდარულები, მაგრამ ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა დეატრუქციული ძალების მხრიდან და პრაქტიკულად ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ყველა სახელმწიფო უწყება და მათ შორის რა თქმა უნდა, სამართალდამცველები ვალდებულნი არიან აირიდონ ამ ტიპის მცდელობები და სწორედ სამართალდამცავების ეფექტური ღონისძიებების შედეგად ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი საფრთხე, რომელიც უკავშირდებოდა კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას. ბუნებრივია, ამ ყველაფერს მიეცემა პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, მათ შორის ძალის გადამეტების შემთხვევებს, მაგრამ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ დავუშვებთ სახელმწიფოზე შტურმს. დესტრუქციული ძალების მოქმედება, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ ფასად ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში, იქნება აღკვეთილი",- განაცხადა რიჟვაძემ.