“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე ესწრებიან

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან.

როგორც ცნობილია, უმრავლესობის წევრები იმსჯელებენ იმ დეპუტატთა გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

საპარლამენიტო უმრავლესობის ნაწილის განცხადებით, მნიშვნელოვანია გუნდურობის პრინციპის შენარჩუნება, რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებს, როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, არანაირი სანქცია და პარტიიდან გარიცხვა მოსალოდნელი არ არის.

დეპუტატთა ნაწილი კი სხდომის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი მმართველი პარტიის 91 დეპუტატმა დაუჭირა, 4-მა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ეს დეპუტატები არიან: ალექსანდრე ერქვანია, მარიამ ჯაში, რომან კაკულია და ბიძინა გეგიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა