დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საუბარი არ არის იმ დეპუტატების დასჯაზე, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

„ქართული ოცნების" წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ როგორც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ასევე გუნდურობის საკითხს. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, განხილვის თემა არ იქნება რომელიმე განსხვავებული აზრის მქონე უმრავლესობის დეპუტატისთვის სანქციის დაწესება.

„ვფიქრობ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ უმრავლესობამ შეხვედრა დანიშნა, რადგან საკითხი მრავლადაა. ალბათ, გასაკვირი უნდა ყოფილიყო, თუკი ჩვენ ახლა არ შევიკრიბებოდით, განილვის მთავარი საგანი, რა თქმა უნდა, იქნება დღეს მიმდინარე მოვლენები, ერთ-ერთი თემა ასევე იქნება გუნდურობის საკითხი. იყო ისეთი ვითარება, როდესაც გუნდში წინასწარ საკითხები იხილებოდა, სადაც პოზიცია ერთიანი უნდა ყოფილიყო, იქ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, პრაქტიკულად, არც ერთი დეპუტატისგან არ იყო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დროს დაფიქსირდა სხვა რამ. რა თქმა უნდა, დეპუტატები თავისუფალნი არიან საკუთარ არჩევანში, საკუთარ გადაწყვეტილებაში, მაგრამ როდესაც არის შეთანხმება და არ არის პრეტენზია, მაშინ გადაწყვეტილება უნდა იყოს იმდაგვარი, რაც არის გუნდური, საერთო შეთანხმება. აქ, საუბარი არ არის დასჯაზე, ეს არის გუნდურობის აუცილებელი „ანი და ბანი“. გუნდი იკრიბება იმისათვის, რომ საკითხი უნდა იხილებოდეს. ჩვენ არასდროს შეგვიქმნია დისკომფორტი ან შეზღუდვა, რომ ამა თუ იმ დეპუტატმა წარმოთქვას თავისი, თუნდაც წინააღმდეგობრივი აზრი. არც ის შეგვიზღუდავს, რომ მიუხედავად გუნდური გადაწყვეტილებისა, მათ დაეფიქსირებინათ საწინააღმდეგო პოზიცია, მაგრამ როდესაც გუნდში შიგნით, კონკრეტული დეპუტატი არ აფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას, მაგრამ პოზიცია ღილაკთან მიმართებაში არის სხვა, ვიდრე ეს შეთანხმებაა , რა თქმა უნდა, ეს მსჯელობას მოითხოვს", - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა 4-მა დეპუტატმა - მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ ნიკა მელიასთავის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო