გიორგი გახარია - თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში, ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში იყო სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა მორჩილი იმ წუთში დატოვებს თანამდებობას

თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში, ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში იყო დიდი რაოდენობის სისტემური გადაცდომები, თქვენი მონა მორჩილი იმ წუთში დატოვებს ამ თანამდებობას,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

შს მინისტრის თქმით, იმ ტრაგიკული ღამის მიუხედავად, მისმა უწყებამ სახელმწიფოს უდიდესი საფრთხე აარიდა.

„მე, ჩემი უწყება, ჩემი სამინისტრო და პოლიცია ვთვლით, რომ იმ ღამეს ყველაფრის მიუხედავად, ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, დაზარალებული მოქალაქეების მიუხედავად, ქვეყანა უდიდეს საფრთხეს ავარიდეთ. საფრთხე იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ შევძელით, სხვათა შორის ბევრ მომიტინგესთან ერთად, შევინარჩუნეთ სამოქალაქო წესრიგი. ეს არის სამინისტროს ძირითადი ფუნქცია და ძირითადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს არის. მაშინ, როცა თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში იყო დიდი რაოდენობის სისტემური გადაცდომები, თქვენი მონამორჩილი იმ წუთში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დატოვებს ამ თანამდებობას“, - განაცხადა გახარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში