საერთაშორისო დეველოპერული კომპანია York Towers სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კამპანიას - Visit Georgia შეუერთდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო დეველოპერული კომპანიიდან York Towers აცნობეს, კომპანიის გუნდი გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა. თანამშრომლებმა ჩამოსულ ტურისტებს კეთილგანწყობის ნიშნად ყვავილები დაურიგეს და საქართველოში ბედნიერი დროის გატარება უსურვეს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის განვითარებას, მზად ვართ, საკუთარი რესურსებით მოვიპოვოთ უცხოელი ტურისტების სიყვარული ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ. ჩამოსული დამსვენებლები ძალიან გაახარა ჩვენი მხრიდან ამ პატარა ჟესტმა და თავადაც შემოგვიერთდნენ. ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის მთელმა მსოფლიომ ღიად გამოთქვა მზაობა საქართველოს დასახმარებლად, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, საპასუხოდ ჯერ არნახული სტუმართმოყვარეობით დავხვდეთ მათ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.