გია ვოლსკი - მე არ ვთვლი, რომ ჩემი კოლეგები სწორად მოიქცნენ, თუმცა  ასევე,  არ მიმაჩნია, რომ ახლა ვინმეს პასუხისმგებლობაზე უნდა ვიმსჯელოთ

მე არ ვთვლი, რომ ჩემი კოლეგები სწორად მოიქცნენ, თუნდაც სამი ადამიანი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ამით ვოლსკი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრთა გადაწყვეტილებას, რომლებმაც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს. ვოლსკის ინფორმაციით, უმრავლესობის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე მათი კოლეგების ამ გადაწყვეტილებაზე არ უმსჯელიათ.

„კოლეგებზე არ გვქონია მსჯელობა, თუმცა ყველამ გამოხატა გულდაწყვეტა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ვერ გაიგეს, რა გადაწყვეტილება იდგა ჩვენ წინაშე. იქ არ არის მხოლოდ გუნდურობის თემა. რასაკვირველია, ეს არის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ და დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, რომელიც როგორც ხედავთ, არ იმსახურებს იმ ეჭვებს, რომელიც შეიძლება ადრე გამოთქმულიყო.

ჩემი აზრით, ეს არის თემა, რომელმაც შეიძლება გადაწონოს ან შექმნას ახალი საინფორმაციო ველი, სადაც დაიკარგება მთავარი მნიშვნელოვანი საკითხები. მე არ ვთვლი, რომ ჩემი კოლეგები სწორად მოიქცნენ, თუნდაც სამი ადამიანი. ასევე, მე არ ვთვლი, რომ ახლა ის პერიოდია, რომ ამ სერიოზულ ვითარებაში ვინმეს პასუხისმგებლობათან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება 26 ივნისს პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა